Friday, May 27, 2016

საქართველოს კურორტები

პროექტის სახელწოდება: საქართველოს კურორტები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კურორტებს, გააკეთებენ
ანოტაციებს, ბუკლეტებს, დახაზავენ რუკებს ,მოემზადებიან პრეზენტაციისთვის, ტურისტების დასახვედრად.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უფრო დაწვრილებით გაეცნობიან სხვადასხვა სახის კურორტებს, ბანეოლოგიურ, სამთო-კლიმატურს და საზღვაო კურორტებს.
პროექტის მიზნები:  მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს კურორტებს, გამოუმუშავდებათ გუნდური და ჯგუფებში მუშაობის უნარი, სხვებთან აქტიური  თანამშრომლობის უნარი, ასევე გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ფუნქციისა და პასუხისმგებლობის შესრულების უნარ-ჩვევა.
მონაწილეთა ასაკი IX კლასი
ვადები ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები უკეთ შეისწავლიან საქართველოს კურორტებს, გააკეთებენ ბუკლეტებს, შეადგენენ რუკებს, დაწერენ მოკლე ისტორიას თითოეული კურორტის შესახებ რაც შემდგომში დაეხმარებათ უკეთ გააცნონ ტურისტებს თითოეული კურორტი, მისი დანიშნულება და მნიშვნელობა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატები, საღებავები, ფოტო აპარატი, რუკები.
პროექტის მსვლელობა გაკვეთილზე ხდება ყველა იმ კურორტების გაცნობა კუთხეების მიხედვით, რომლის შესახებაც, უნდა დაამზადონ ბავშვებმა ბუკლეტები, შეადგინონ რუკები.
ექსკურსიებზე ყოფნის დროს მოსწავლეები აფიქსირებენ სხვადასხვა კურორტისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რომელიც ზეპირი პრეზენტაციის დროს დაეხმარება მოსწავლეს, გადაუღებენ სურათებს საინტერესო ადგილებს, რომელიც შემდეგ ვიზუალური რესურსის როლს შეასრულებს.
სასწავლო გეგმასთან კავშირიგეო
გეო. IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; შეადგს თემატურ რუკებ.
გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს ქვეყნისათვის მისი მნიშვნელობა.
გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს და აანალიზს საქართველოს ბუნებრივ პირობებ.
გეო.IX.4. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას.
პროექტის ხელმძღვანელი  ნანა ლურსმანაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა lursmanasvilinana5@gmail.com.        
ხელმძღვანელია ბლოგი:    http://lursmanashvilinana49.blogspot.com/



No comments:

Post a Comment